ისტორია
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო არის ქოლგა ორგანიზაცია რომელიც დაფუძნდა 1995 წელს და დღეს აერთიანებს 65 ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციას საქართველოში.
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო ხელს უწყობს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირება, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების ინფორმირება სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ და მათი კომპეტენციების ამაღლების ხელშეწყობა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
2000 წლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი სტრუქტურის- ევროპის ახალგაზრდული ფორუმის წევრი. ევროპის ახალგაზრდული ფორუმი (YFJ www.youthforum.org) არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ახალგაზრდობის მიერ მართული პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს 99 ნაციონალურ ახალგაზრდულ საბჭოს და ახალგაზრდულ საერთაშორისო ორგანიზაციებს მთელი ევროპიდან. ევროპის ახალგაზრდული ფორუმი აერთიანებს ათობით მილიონ ახალგაზრდას მთელი ევროპის მასშტაბით, მათი საერთო ინტერესების წარმოსაჩენად. ის ისწრაფვის ახალგაზრდობის უფლებებისკენ საერთაშორისო ინსტიტუტებში, როგორიცაა ევროპის კავშირი, ევროპის საბჭო და გაერო.
ჩვენი ხედვა
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხედვაა იყოს ახალგაზრდების ხმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მხარი დაუჭიროს მათი პოტენციალის თვით-რეალიზებას და ისეთი გარემოს შექმნას სადაც თითოეული მათგანის აზრი იქნება გათვალისწინებული, სადაც ექნებათ შესაძლებლობა აქტიურად იყვნენ ჩართულები სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებბეში, რათა ერთად გავაძლიეროთ ახალგაზრდობა საკუთარი და სახელმწიფო კეთილდღეობისთვის.
ღირებულებები
- დემოკრატია
- ადამიანის უფლებები
- მრავალფეროვნება
- მონაწილეობა და ჩართულობა
მისია
დემოკრატიული, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ახალგაზრდული ორგანიზაციების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველოში, წარმოადგენს მათ ინტერესებს და ადვოკატირებას უწევს მათ ინიციატივებს.