პროექტის მენეჯერთა გადამზადება დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში ორგანიზაციის პროექტის მენეჯერების ტრეინინგი დაიწყო. ტრეინინგში მონაწილეობას იღებს პროექტის მონაწილე 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი. ტრეინინგი ორ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ ნაწილს 15 ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. პირველი ნაწილი მიმდინარეობს 29 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, მეორე ნაწილი კი 2 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით განხორციელდება. ტრეინინგის პირველი დღე დაეთმო პროექტის […]

სამუშაო შეხვედრა მოხალისეებთან

დღეს საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართა მოხალისეებთან.შეხვედრის მთავარი თემები იყო: მიმდინარე საკითხების განხილვა, მოხალისეებისგან ახალი იდეების მოსმენა, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და გეგმების დასახვა მათი განხორციელებისასთვის. საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო მოხალისეებთან შეხვედრებს ყოველკვირეულად მართავს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ონლაინ შეხვედრებიც. ყველა უფლება დაცულია

დაუნის სინდრომის დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის დღეა. პროექტ “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” მონაწილეები დაუნის სიდრომის დღეს შეუერთდნენ და საზოგადოებაში ცხნობიერების ამაღლების მიზნით პოსტერები შექმნეს სლოგანით #მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს!

ორგანიზაციის მმართველი გუნდის ტრეინინის პირველი ნაწილი დასრულდა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ტრეინინგებს ახორციელებს. პროექტ “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში, ორგანიზაციის მმართველი გუნდის წარმომადგენლების ტრეინინგი პირველი ჯგუფისთვის დასრულდა. ტრეინინგის მთავარი თემა იყო ორგანიზაციის მენეჯმენტი და სტრატეგიულ დაგეგმარება, გადამზადების პროცესში ჩართული იყო პროექტის მონაწილე 15 ორგანიზაციის წარმომადგენელი. პროექტის მენეჯერთა მეორე ნაწილის ტრეინინგი 18 მარტს დაიწყება და შედეგად 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი გადამზადდება. ტრეინინგები რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა. […]

ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციის მმართველი გუნდის გადამზადება დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ პროექტის “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში, ორგანიზაციის მმართველი გუნდის წარმომადგენლების ტრეინინგი დაიწყო ორგანიზაციის მენეჯმენტსა და სტრატეგიულ დაგეგმარებაზე. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ტრეინინგის პირველი დღე დაეთმო პროექტის კომპონენტების დეტალურ გაცნობას, მოსამზადებელი ფაზის გახსენებას, მონაწილეებისგან მოლოდინების გაზიარებას და კონტრიბუციას. ტრეინინგები რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll […]

ევროპის კავშირის დაფინანსებით პროექტი “PARTICIPATION MATTERS” დაიწყო

“საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ” ახალგაზრდული გაძლიერების პროგრამის კავშირის დაფინანსებით “PARTICIPATION MATTERS”. პროექტის ამოცანა არის მნიშვნელოვანიას“ მონაწილე 30 ორგანიზაციის 90 წარმომადგენლის ციფრული უნარების გაუმჯობესება, მათი კომპეტენციების ამაღლება, ონლაინ ინსტრუმენტების ფლობის უზრუნველყოფა კომუნიკაციისა და შიდა მენეჯმენტისათვის, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირისპირი აქტივობების განხორციელების პროცესში. “ვინაიდან კოვიდ სიტუაცია დღესაც არ არის სტაბილური, ახალგაზრდებისათვის პირისპირი აქტივობების განხორციელება საფრთხის შემცველია […]

“ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში რეგიონული შეხვედრები გრძელდება

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ, პროექტის, “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში საინფორმაციო – სამუშაო შეხვედრები გამართა აჭარაში, პროექტის მონაწილე ორ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან. რეგიონული შეხვედრები ეტაპობრივად, რეგულაციების დაცვით გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, 10 რეგიონს მოიცავს.შეხვედრების მიზანია პროექტის მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის ადგილზე გაცნობა, მათთან პროექტის მიმდინარე დეტალების განხილვა, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა, ქოლგა ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და მათთვის ევროპის კავშირის გრანტის […]

“Participation Matters”

  2020 წელს კოვიდ პანდემიამ მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის შეაფერხა ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა და საფრთხე შეუქმნა მათ სტაბილურ მუშაობას. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები საქმიანობას აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში, თუმცა ეს პროცესი საქართველოში უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რადგან მოითხოვს ციფრული უნარების ფლობას. შესაბამისად პროექტ„ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო გახდა ონლაინ აქტივობების განხორციელება და ამისათვის მონაწილეების […]

ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

8 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევები იყო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნას და დღეს დამოუკიდებლად მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, აღნიშნულ სამინისტროზე დაქვემდებარებას. „შეხვედრაზე განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ახალგაზრდული სექტორი, ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რაც განპირობებულია […]

ხალგაზრდულ ორგანიზაციებთან რეგიონული შეხვედრები რუსთავში გაიმართა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ, პროექტის, “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში საინფორმაციო – სამუშაო შეხვედრები გამართა რუსთავში, პროექტის მონაწილე ორ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან. რეგიონული შეხვედრები ეტაპობრივად, რეგულაციების დაცვით გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, 10 რეგიონს მოიცავს.შეხვედრების მიზანია პროექტის მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის ადგილზე გაცნობა, მათთან პროექტის მიმდინარე დეტალების განხილვა, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა, ქოლგა ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და მათთვის ევროპის კავშირის გრანტის […]

ka_GEGeorgian