ნამდვილი წევრები

დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი
თბილისი
დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი არის წევრობაზე დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაცია. წევრები არიან ახალგაზრდები 14-დან 30 წლამდე. ორგანიზაცია ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიასა და მშვიდობას. ახალგაზრდების მონაწილეობას და მოხალისეობას, ახალგაზრდულ მუშაობას და არაფორმალურ განათლებას.

ახალგაზრდული სივრცე
საქართველო
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული სივრცე” არის მოქალაქეთა მოხალისეობრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე. ორგანიზაცია ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, აქტიურ მოქალაქეობას, მოხალისეობის და არაფორმალური განათლების პრინციპებს.

ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის
რუსთავი
ახალგაზრდული ორგანიზაცია “ქართველი ახალგაზრდობა ევროპისათვის” დაარსდა 2006 წლის 25 დეკემბერს. ორგანიზაცია მდებარეობს რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში, აღმოსავლეთ საქართველოში. ორგანიზაციის მისიაა რუსთაველ ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია, განივითარონ თავიანთი პოტენციალი და ჩამოყალიბდნენ როგორც ინდივიდუალური, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მატარებელი ახალგაზრდები.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ასოციაცია
საერთაშორისო
საქართველოს სკაუტური მოძრაობის ასოციაცია აერთიანებს სხვადასვხა ასაკის დამოუკიდებელ, კომუნიკაბელურ, დინამიკურ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ნებისმიერ გარემოში ადაპტაციის უნარი, არიან ძლიერები და სურთ მეტი წარმატება. სსმo -ს მისიაა ხელი შეუწყოს ახალი თაობის შესაძლებლობების გამოვლენას, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, მენტალური და სოციალური კუთხით პოტენციალის განვითარების გზით და ამით პოზიტიური წვლილი შეიტანოს უკეთესი საზოგადოების და მსოფლიოს შექმნაში.

ასოცირებული წევრები

მეგობრობის ხიდი ქართლოსი
გორი
“მეგობრობის ხიდი ქართლოსის” მისიას წარმოადგენს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი დიალოგის წარმოების ხელშეწყობა. არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში და საგანმანათლებლო სივრცეში დემოკრატიისა და სამშვიდობო კულტურის დანერგვა. ასევე ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიზაციის ხელშეწყობა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის, მათი ცნობიერების ამაღლების, ინფორმირებისა და ადვოკატირების გზით.

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
გურია
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო წარმოადგენს საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ახალგაზრდობისა და სტუდენტების პრობლემების მოგვარებას მათი უფლებების დაცვას, მათი ცოდნის გაღრმავების, ინფორმაციული ვაკუუმის შევსების, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების პრაქტიკული ხელშეწყობის გზით, ასევე კომპეტენციების განვითარებას, პროფესიულ ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თბილისი
აქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა) არის არაკომერციული, აპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია საზოგადოების ეკონომიკური განათლება, დემოკრატიის ხელშეწყობა და პარტნიორ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა.

მზიანი სახლი
თბილისი
არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი – “მზიანი სახლი” არის სივრცე, რომელიც ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც სურს: პიროვნული განვითარება, წარმატების მიღწევა და ლიდერობა.

საქართველოს ევროკლუბების ალიანსი
გურია
ორგანიზაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში ევროკლუბების სისტემის დამკვიდრებას.

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
გურია

ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი
საქართველო
ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდებს მისცეს პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული ცოდნა არაფორმალური განათლების გზით, რათა ხელი შეუწყოს მათ ჩამოყალიბებას საზოგადოების აქტიურ და წარმატებულ წევრებად.

ka_GEGeorgian