
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ, პროექტის, “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში საინფორმაციო – სამუშაო შეხვედრები გამართა რუსთავში, პროექტის მონაწილე ორ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან.
რეგიონული შეხვედრები ეტაპობრივად, რეგულაციების დაცვით გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, 10 რეგიონს მოიცავს.შეხვედრების მიზანია პროექტის მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის ადგილზე გაცნობა, მათთან პროექტის მიმდინარე დეტალების განხილვა, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა, ქოლგა ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და მათთვის ევროპის კავშირის გრანტის ფარგლებში შეძენილი კოვიდ უსაფრთხოების ნივთების გადაცემა.
ასევე, ადგილზე მასალების შეგროვება ვიდეო რგოლებისთვის, რომელსაც ორგანიზაცია პროექტ ,,ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში ქმნის.
ვიდეო რგოლების მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის გაზრდა მათი საქმიანობის შესახებ.
პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის COVID-19 – ის სქემით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რათა შემსუბუქდეს COVID-19-ის გავლენა რეგიონში.
“ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში.