
2020 წელს კოვიდ პანდემიამ მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის შეაფერხა ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა და საფრთხე შეუქმნა მათ სტაბილურ მუშაობას. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები საქმიანობას აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში, თუმცა ეს პროცესი საქართველოში უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რადგან მოითხოვს ციფრული უნარების ფლობას. შესაბამისად პროექტ„ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო გახდა ონლაინ აქტივობების განხორციელება და ამისათვის მონაწილეების კომპეტენციების გაუმჯობესება.
ამისათვის, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ, ევროპის კავშირის დაფინანსებით დაიწყო პროექტი„Participation Matters”.
პროექტის მიზანია „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ მონაწილე 30 ორგანიზციის 90 წარმომადგენლის ციფრული უნარების გაუმჯობესება, რისთვისაც განხორციელდება ონლაინ სამუშაო შეხვედრები ციფრულ ხელსაწყოებსა და ახალგაზრდულ საქმიანობაზე
ორგანიზაციის მმართველი გუნდისათვის; ორგანიზაციის პროექტების მენეჯერებისათვის; ახალგაზრდული მუშაკებისათვის.
პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ჩაატარებს რეგიონულ საინფორმაციო შეხვედრებს მონაწილე ორგანიზაციებთან და გადასცემს პროექტის ფარგლებში მათთვის შეძენილ კოვიდ უსაფრთხოების სრულ აღჭურვილობას, პირისპირი აქტივობების განხოცრიელებისათვის.
პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის “COVID-19” – ის სქემით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რათა შემსუბუქდეს “COVID-19”ის გავლენა რეგიონში.
„ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ დაფინანსებულია სსიპ
ახალგაზრდობის სააგენტოს ფარგლებში.
განვითარების ფონდის