
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ პროექტის “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში, ორგანიზაციის მმართველი გუნდის წარმომადგენლების ტრეინინგი დაიწყო ორგანიზაციის მენეჯმენტსა და სტრატეგიულ დაგეგმარებაზე.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ტრეინინგის პირველი დღე დაეთმო პროექტის კომპონენტების დეტალურ გაცნობას, მოსამზადებელი ფაზის გახსენებას, მონაწილეებისგან მოლოდინების გაზიარებას და კონტრიბუციას.
ტრეინინგები რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
“ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში.
Previous Post