
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, ტრეინინგებს ახორციელებს.
პროექტ “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში, ორგანიზაციის მმართველი გუნდის წარმომადგენლების ტრეინინგი პირველი ჯგუფისთვის დასრულდა. ტრეინინგის მთავარი თემა იყო ორგანიზაციის მენეჯმენტი და სტრატეგიულ დაგეგმარება, გადამზადების პროცესში ჩართული იყო პროექტის მონაწილე 15 ორგანიზაციის წარმომადგენელი.
პროექტის მენეჯერთა მეორე ნაწილის ტრეინინგი 18 მარტს დაიწყება და შედეგად 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი გადამზადდება.
ტრეინინგები რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა.
“ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში.