
საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას” ფარგლებში ორგანიზაციის პროექტის მენეჯერების ტრეინინგი დაიწყო.
ტრეინინგში მონაწილეობას იღებს პროექტის მონაწილე 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ტრეინინგი ორ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ ნაწილს 15 ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. პირველი ნაწილი მიმდინარეობს 29 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით, მეორე ნაწილი კი 2 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.
ტრეინინგის პირველი დღე დაეთმო პროექტის კომპონენტების გაცნობას, ტრეინინგის პროგრამის თემებისა და მიზნების წარდგენას, დღის წესრიგისა და ტექნიკური საკითხების გაცნობასა და ტრენინგთან დაკავშირებით მოლოდინების გაზიარებას.
პროექტი „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, განვითარების ფონდის ფარგლებში.